weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მიხეილ ხუბუტია ზუგდიდის მოსახლეობას საცურაო აუზის მშენებლობასაც დაპირდა

11:53 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ ხუბუტიამ სკოლის მასწავლებლები ლეპტოპებით, წარჩინებული კურსდამთავრებულები კი მობილური ტელეფონებით (iPhone 8) დაასაჩუქრა. ხუბუტია ზუგდიდის მოსახლეობას, ხუბულავას ქუჩაზე, ერთ წელში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობასაც დაპირდა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ხუბუტიამ სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა შეაქო: „ძაან კარგად მიყვება ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო გოგინავა თავის საქმეს“.

„ამ პატარა საქართველოში ერთეულები არიან, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ზრუნავს მომავალ თაობაზე და აძლევს სტიმულს ხვალინდელი დღისთვის. თქვენ მართლა დაგვარწმუნეთ, რომ ჩვენ შრომას ფასი აქვს. ამიტომ, გვინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენნაირი სტუმრის მასპინძლობა და გვინდა ჩვენი სკოლის მოსწავლეების სახელით ოჯახის მფარველი ხატი გადმოგცეთ“, - მიმართა სკოლის წარმომადგენელმა მიხეილ ხუბუტიას.

ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანიაც ესწრებოდნენ.

„ნეტავ მომეცეს იმის შესაძლებლობა, რომ კურსდამთავრებულები ასე გავახარო, როგორც დღეს მიხეილმა გაახარა. ადამიანმა თავისი პირადი სურვილიდან გამომდინარე გააკეთა ეს საჩუქარი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“, - ციტირებს რადიო „ათინათი“ რესურსცენტრის უფროსის კომენტარს.

მიხეილ ხუბუტია ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

გვიან ღამით, უცნობმა პირებმა, ზუგდიდში, პირველ საჯარო სკოლასთან რამდენიმე ადგილას და საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიახატეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]