weather cur horoscope tv
აგვისტო 10, 2020

აფგან მუხთარლის საქმეში ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას გამოვრიცხავ - სესიაშვილი

14:34 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 hits 1426

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს. „ტვ პირველის“ ეთერში სესიაშვილმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმე სახელმწიფოს ღირსების საკითხია. მან მომხდარი საერთაშორისო სკანდალად შეაფასა.

„კატეგორიულად ვგმობ ამ ფაქტს. ეს არის ღირსების საკითხი, იმდენად რამდენადაც ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო და ასეთი რამეები არ ხდება. ყველა დაინტერესებული ვართ, იმდენად დადგინდეს ჭეშმარიტება, რომ არანაირი კითხვის ნიშნანი არ დარჩეს. მესმის, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ სურვილი, რომ სახელმწიფო დაადანაშაულონ, ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას, რადგან თავიდანვე ცხადია, რაც არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები შეილახა. კატეგრიულად გამოვრიცხავ აქ როგორც შინაარსობრივად ისე, რაიმე სხვა ფორმით ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას, რადგან ძალიან კარგად ვხვდებით, თქვენც და საზოგადოებაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნებოდა დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა სესაშვილმა.

თბილისში, 29 მაისს გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს აფგან მუხთარლის, 30 მაისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს და დიდი ოდენობის ფული აღმოუჩინეს. მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით კი, აფგან მუხთარლი ორშაბათს საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.

კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს და აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]