weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2020

ონში ადიდებულმა მდინარემ გზები, წყალსადენები და ელექტროგადამცემი ბოძები წაიღო

13:36 შაბათი, 02 ივნისი 2018 hits 2920
ფოტო: ონის მუნიციპალიტეტის მერია ფოტო: ონის მუნიციპალიტეტის მერია

ადიდებულმა მდინარე ღარულამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღარი დააზარალა. მერის მოადგილის, მერაბ ორდინიძის ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გაანადგურა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია წყალსადენები და ელექტროგადამცემი ბოძები. ამ დროისთვის სოფელი ღარი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

„წუხელ მდინარე საშინლად ადიდდა. დაანგრია დამცავი ჯებირები და სოფელში გადავიდა. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებულია სოფლის შიდა გზები, წაღებულია ორი ხიდი და 6 ელექტროგადამცემი ბოძი. მდინარემ წაიღო ორი წყალსადენი, რომელიც სოფელ ღარს და ქალაქის ნაწილს ამარაგებდა. სასმელი წყლის გარეშე 400 ოჯახია დარჩენილი. ასევე მწყობრიდან არის გამოსული საკანალიზაციო სისტემა, რადგან ჭები შლამით არის ამოვსებული. ორ ხიდს ვაშენებდით და მიტანილი კონსტრუქციები ადგილზე აღარ დაგვხვდა“, – განაცხადა მერაბ ორდინიძემ.

მერის მოადგილის თქმით, ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მისი ოდენობა მილიონ-ნახევარი ლარია.

ამ დროისთვის წყლის დონემ დაიკლო. როგორც ონის მერიაში აცხადებენ, სოფელ ღარს ელექტრომომარაგება საღამოდან აღუდგება.

სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]