weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზაზა სარალიძესა და ილია მეორეს შორის შეხვედრა გაიმართება

14:32 შაბათი, 02 ივნისი 2018
ფოტო პირველი არხი ფოტო პირველი არხი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს საპატრიარქოში, 16:00 საათზე შეხვდება. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ „უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში“.

კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ გამოთქვა.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ საშუალება იქნება, 16:00 საათზე შევხვდე ჩემს სულიერ მამას. მე მას მარტო შევხვდები და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილსა და ოჯახზე ვისაუბრებთ. მე მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან არა იმაზე, რომ შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ გავუზიარო ჩემი გაჭირვება“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება: „აქცია მანამ დარჩება ძალაში, სანამ ჩემი შვილის მკვლელები, მკვლელებზე ხელის დამფარებლები, საქმის გამყალბებლები და ამ სისტემის მფარველები არ დაისჯებიან. ძალაში რჩება პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნა, რადგან სისტემას ეგენი მფარველობენ“.

საპროტესტო აქცია, 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]