weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2020

ძლიერი წვიმის გამო რუსთავში ქუჩები და სარდაფები დაიტბორა

16:28 შაბათი, 02 ივნისი 2018 hits 1462

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები და ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ე.წ. სტამბოლოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. წყალში ჩარჩენილია ავტომანქანები. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორილი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან და კომერციული ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვა დაწყებულია.

„მაშველებმა წყლიდან გამოიყვანეს რამდენიმე მანქანა, ნაწილის გამოყვანა კი ვერ ხერხდება, რადგან ეს ტალღებს გამოიწვევს. სამაშველო სამუშაოებში ჩართვის მიზნით თბილისიდან დამატებით 80 მეხანძრე-მაშველის მობილიზება მოხდა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.  

ადგილობრივები დატბორვის გამომწვევ მიზეზად ქალაქის ქუჩებში სანიაღვრე სისტემების არარსებობას ასახელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]