weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქობულეთიდან გაუჩინარებული 14 წლის ბიჭი თბილისში, აქციაზე იპოვეს

17:42 შაბათი, 02 ივნისი 2018

ქობულეთში დაკარგული 14 წლის მოზარდი იპოვეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ მოზარდი თბილისში, აქციაზე დაუკითხავად წავიდა. მისივე თქმით, ის ნათესავებმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში შენიშნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, ამ დროისთვის სამართალდამცავებს ბიჭი უკან, ქობულეთში მიჰყავთ.

ქობულეთში 14 წლის ბიჭი გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება საღამოს შევიდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]