weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზვიად კუპრავასთან მოხდა შეხლა-შემოხლა ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით - შსს

00:15 კვირა, 03 ივნისი 2018
ფოტოზე თეიმურაზ კუპატაძე ფოტოზე თეიმურაზ კუპატაძე

„აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული შეხლა-შემოხლა. ვერ გაარკვიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აქციაზე მივიდა პიროვნება, რომელიც ორგანიზატორებს მოუწოდებდა რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე.

„ამასთან დაკავშირებით ბატონ ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, მართლწესრიგი და საპატრულო პოლიცია 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავს. ამ ეტაპზე არ იგეგმება ზვიად კუპრავას დაკავება. თუ ამის საჭიროება იქნება, ამას მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ.

მე ვერ გეტყვით რა ხდებოდა კარავში, მაგრამ ხმა გამოდიოდა. რამდენიმე ნასვამი პიროვნება იყო კარავში, რომელსაც სჭირდებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ჩვენ შევიყვანეთ ექიმები და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს ამ ადამიანებს. მომხდარ ფაქტზე დაკავებულები არ არიან“,- განაცხადა კუპატაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]