weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ზვიად კუპრავა - არ შევწყვეტ აქციას, ვიდრე ივანიშვილი არ ჩამოიშლება

00:26 კვირა, 03 ივნისი 2018
ფოტო პირველი არხი ფოტო პირველი არხი

„მე და ზაზა ვიყავით მეგობრები, ვართ მეგობრები და დავრჩებით მეგობრები, მაგრამ ჩვენ არა ვართ თანამებრძოლები. მე ვაგრძელებ ბრძოლას მათ შორის ზაზა სარალიძითავისუფლებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება, ვიდრე არ ჩამოიშლება ივანიშვილის რეჟიმი.

„ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე.

არ შევწყვეტ დაწყებულ საქმეს და გავაგრძელებ ბოლომდე მანამ, სანამ არ ჩამოვშლი სისტემას მთლიანად. ხვალ, 6 საათზე მთელ საქართველოს ველოდები რუსთაველზე. ყველა პარტიას უკლებლივ, ველოდები 6 საათზე, მოიხმეთ თქვენი ხალხი, პარტიებო. დაუძახეთ თქვენს ხალხს ზუგდიდიდან, დაუძახეთ თქვენს ხალხს კახეთიდან, „ნაციონალურო მოძრაობავ“, ყველა პარტიავ, უკლებლივ ყველამ მოიყვანეთ აქ თქვენი ხალხი, დროულად დააყენეთ, თუ გინდათ ცვლილებები დროულად, თორემ თქვენც გაქრებით, თქვენც გაქრებით, თქვენც გაქრებით და ყველა გაქრება. ოხერია ეს დედა მ...... ბიძინა“, – აღნიშნა კუპრავამ.

ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის შენობის წინ ვითარება ცოტა ხნით დაიძაბა. აქციის მონაწილეთა განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას დაკავებას აპირებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული შეხლა-შემოხლა.

„ვერ გაარკვიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. აქციაზე მოვიდა პიროვნება, რომელიც ორგანიზატორებს მოუწოდებდა რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ბატონ ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, მართლწესრიგი და საპატრულო პოლიცია 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავს. ამ ეტაპზე არ იგეგმება ზვიად კუპრავას დაკავება. თუ ამის საჭიროება იქნება, ამას მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]