weather cur horoscope tv
აპრილი 14, 2021

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ხობის მუნიციპალიტეტში

21:28 პარასკევი, 25 მაისი 2018 hits 835

სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ორ კვირაზე მეტია მიდინარეობს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი საკარმიდამო ნაკვეთებში, ბაღებში, ბოსტნებსა და პლანტაციებში ინაცვლებს.

სოფელ ახალსოფლის მცხოვრები გიორგი გორგოძე გვიყვება, რომ წინა წელთან შედარებით  მათ სოფელში მცირე რაოდენობის ფაროსანაა, თუმცა ფიქრობენ, რომ ზაფხულში მათი რაოდენობა მოიმატებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ  2017 წელს მიყენებული ზარალის შემდეგ, მოსახლეობა ბაღლინჯოს წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ინფორმირებულია და საკუთარი პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას შესაწამლ პრეპარატებს უფასოდ აღარ დაარიგებს.  მოსახლეობას ქიმიური საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენა მოუწევბს. 1 ჰექტარი ფართობისშესაწამლი  1ლიტრი  წამალი საშუალეოდ 35 ლარი ღირს. გიორგი გორგაძე ამბობს, რომ 2016 წელს სახელმწიფოს მიერ დარიგებული ქიმიური პრეპარატების ნაწილი მოსახლეობას წელსაც აქვს და სწორედ მათი საშუალებით ამუშავებს მცრე ზომის ნაკვეთებს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად კი იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენეობა დაფიქსირდა.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]