weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფაროსანასთან საბრძოლველად იტალიელმა სპეციალისტებმა ქართველებს გამოცდილება გაუზიარეს

11:58 პარასკევი, 04 მაისი 2018

წალენჯიხაში იტალიელმა სპეცილისტებმა აზიურ ფაროსანას შესახებ ფერემერებისა და აგრონომებისთვის სწავლება ჩაატრეს. ყურადღება მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ბუნების გათვალისწინების აუცილებლობაზე გაამახვილდა.

სწავლების განმავლობაში, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და რეკომენდაციები წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ გაუზიარეს. იტალიაში სწორედ ისინი ახორციელბენ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას.

სპეცილისტების თქმით, ბაღლინჯოს პოპულაციის შესამცირებლად და შესაბამისი სამუშაოების დასაგეგმად, აუცილებელია მონიტორინგის შედეგების გათვალსიწინება, რადგან შედეგები ასახავს რეალურ სურათს.

სწავლების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნაბელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს.

წალენჯიხელ ფრმერებთან სასწავლო შეხვედრა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]