weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ახალციხეში სახლი გაქურდეს

12:00 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. დაზარალებულების თქმით, ბოროტმოქმედებმა 8500 ლარი წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დანაშაულში მხილებული და დაკავებული არავინ არის.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ქურდობა 3 ივნისს, იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ქურდი ბინაში ფანჯრიდან შევიდა.

„მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით 9 საათზე და დაახლოებით, 12:30 საათი იქნებოდა სამსახურიდან შესვენებაზე რომ მოვბრუნდით. მთელი სახლი გადმოყრილი დაგვხვდა, ადგილზე აღარაფერი აღარაა. ქურდმა სახლიდან 8 500 ლარი წაიღო. ვალი მქონდა და უნდა გამესტუმრებინა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ დაზარალებულის კომენტარს.

პოლიცია მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]