weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კახეთის სამ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

13:30 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 4 ივნისს, საღამოს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით 150 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.

„მთელი საღამოს განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 20:35-დან 21:00 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა“, - განაცხადეს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.

ღრუბლის მასების დამუშავების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]