weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თბილისის მეტრო დღეს ამუშავდება, მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

09:51 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. პროფესიული გაერთიანება „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადებით, მემანქანეებისთვის ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აიღო. მეტრო დღეს, 14:00 საათისთვის ამუშავდება. 

„შეთანხმება მიღწეულია. მეტროპოლიტენი დღეს ამუშავდება. მინიმალური მარჟა, რაც ჩვენი მხრიდან იყო დაყენებული, იქნება შესრულებული. ამაზე პასუხისმგებლობა აიღო მერმა“, – განაცხადა რატი კაპანაძემ „რუსთავი 2“-თან.

გაფიცული მემანქანეები კახა კალაძეს გვიან ღამით შეხვდნენ, რის შემდეგაც შეხვედრის დეტალები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა მემანქანეებთან ერთად განიხილეს და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობით და როდის გაიზრდება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება.

თბილისის მეტროპოლიტენი 4 ივნისიდან გაჩერებულია. მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა 3 ივნისს, 15:00 საათიდან დაიწყეს. ისინი საათობრივი ანაზღაურების, რომელიც 6.92 ლარია, 10 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]