weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ასპინძელმა მოსწავლემ ამერიკული უნივერსიტეტის 80 000 დოლარიანი სტიპენდია მოიპოვა

13:27 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლემ, 17 წლის რატი ზედგენიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ავერეტის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სტიპენდია მოიპოვა. აღნიშნული უნივერსიტეტი საავიაციო ფაკულტეტზე მის სწვლას 4 წელიწადში 80 ათასი აშშ დოლარით დააფინანსებს.

რატი ზედგენიძემ ასპინძის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. ის ამ სკოლის პირველი მოსწავლეა, რომელიც აშშ-ის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

„ბავშვობიდან მინდა პოლოტი გამოვიდე. საქართველოში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ შარშან გადავწყვიტე ამერიკული უნივერსიტეტი შემერჩია. ერთი წელი ვემზადებოდი ინგლისურში. გამოცდები ენაში, ასევე მათემატიკაში ჩავაბარე. 6 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მივიღე დადებითი პასუხი, მაგრამ დაფინანსების და სასწავლო პროგრამის მხრივ ავერეტის უნივერსიტეტში საუკეთესო პირობებია. სტიპენდია სრულად ფარავს აშშ-ში ცხოვრებისა და სწავლის ღირებულებას“, - უთხრა „რეგინფოს“ რატი ზედგენიძემ.

ავერეტის უნივერსიტეტის ავიაციის ფაკულტეტზე რატი სწავლას 2017 წლის 20 აგვისტოს დაიწყებს და 2021 წელს დაასრულებს.

ავერეტის უნივერსიტეტი (Averett University) 1859 წელს დაფუძნდა და ვირჯინიის შტატში, ქალაქ დენვილში მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]