weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანში სამი სოფელი დაისეტყვა

15:20 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები - ქოდალო, მელაანი და ნანიანი დაისეტყვა. მერის წარმომადგენლის, სიმონ არსენიშვილის თქმით, არაშენდის თემის სოფელ ქოდალოში დასეტყვილია დაახლოებით 100 ჰექტარი ვენახი. სხვადასხვა ადგილზე ყურძნის მოსავალი 20-დან 100%-მდეა განადგურებული.

„სეტყვა გუშინ, დაახლოებით 18:15 საათზე დაიწყო. ყველაზე მეტად ქოდალო დაზარალდა. ძირითადად ვენახებია განადგურებული, თუმცა სეტყვამ დააზიანა სიმინდის ყანებიც. ადგილობრივებს სხვადასხვა მიზეზის გამო ვენახი დაზღვეული არ აქვთ. ხალხი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა არ გაუსროლიათ. წელს რამდენჯერმე დავისეტყვეთ, თუმცა აქამდე სეტყვა დაშლილი და წვრილი მოდიოდა“, – ამბობს სიმონ არსენიშვილი.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს საათებში, კახეთის რეგიონში გავრცელებული სეტყვასაშიში ღრუბლის დასაშლელად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 200 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, მთელ რეგიონში სეტყვა 40 000 ჰექტარზე იყო მოსალოდნელი, რაც თავიდან იქნა აცილებული. ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრის მონაცემებით, გურჯაანის რაიონის სამ სოფელში დასეტყვილი ტერიტორიის ფართობი 130 ჰექტარია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]