weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტიქიამ რეგიონებში პრობლემები შექმნა, დაიღუპა ერთი ადამიანი

00:07 კვირა, 17 ივნისი 2018

ამინდის გაუარესებამ და უხვმა ნალექმა გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ ბახმაროში 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კმ-ზე, მეწყერი ჩამოწვა. ავტომანქანების მოძრაობა სამ საათში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგა,

მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დაასრულეს. ქვემო ქართლის რეგიონში დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაც.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე ხევები ადიდდა, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანში დაიტბორა მუნიციპალიტეტის მერიის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ 16-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]