weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2021

სოფელ შაშიანში არასრულწლოვანი ძმები დაჭრეს

11:01 პარასკევი, 02 ივნისი 2017 hits 3259

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში 15 და 17 წლის ძმები დაჭრეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ არასრულწლოვანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, მეორეს კი მენჯ-ბარძაყზე აქვს მიყენებული. მათივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ შაშიანში გამგებლის წარმომადგენლის, ნიკოლოზ მღებრიშვილის განცხადებით, ინციდენტამდე შელაპარაკება მოხდა. 

„ჩემი ინფორმაციით, ინციდენტი ღამის თერთმეტ საათზე, სოფლის სასაფლაოსთან ახლოს მოხდა. რამ გამოიწვია კონფლიქტი, ალბათ პოლიცია დაადგენს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მღებრიშვილმა.

სამართალდამცავებმა დაჭრაში ბრალდებული, ამავე სოფელში მცხოვრები 22 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]