weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთთან ორი ახალგაზრდა დააკავეს

13:23 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 hits 1097

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ახალგაზრდა - 27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი დააკავეს.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, დავით ცერცვაძემ უთხრა, მათი გატაცება გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

„საოკუპაციო ხაზთან სალოცავი ნიშია, რომელიც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აქეთ მდებარეობს. 5 ახალგაზრდა იქ იყო ასული და ქეიფობდნენ. სამი წამოვიდა, ორი მისალაგებლად დარჩა. გატაცება დაახლოებით ღამის 11-12 საათზე მოხდა“, - ამბობს დავით ცერცვაძე.

მისივე თქმით, ახალგაზრდები ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 15 და 17 ივნისს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე სოფლების - დისევისა და არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]