weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსეთის პატრიარქი კირილე და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვიეს

15:40 პარასკევი, 22 ივნისი 2018

რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მე-10 წლისთავზე შესაძლოა ცხინვალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ჩავიდეს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხინვალში პატრიარქი კირილე ანატოლი ბიბილოვმა მიიწვია.

რუსეთის პატრიარქის გარდა, ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებლად მიწვეული არიან 11 სახელმწიფოსა და არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერები, მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ნიკარაგუის ლიდერი დანიელ ორტეგა, ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა, მთიანი ყარაბაღის ლიდერი ბაკო სააკიანი და სხვები.

რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სრული სტატუსით არ მოიხსენიებს, ანატოლი ბიბილოვს 2017 წლის 25 ივლისს შეხვდა და მასთან „სამხრეთ ოსეთში არსებული რელიგიური სიტუაცია განიხილა“.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]