weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

ელტონ ჯონის კონცერტის გამო ბათუმისკენ მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნება

12:19 სამშაბათი, 26 ივნისი 2018 hits 1657

საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს დანიშნავს. 27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის 10:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან უკან 17:10 საათზე დაბრუნდება.

30 ივნისსა და 1 ივლისს კი ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 საათზე გავა და „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:15 საათზე დაიძვრება და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩავა.

მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება. Black Sea Arena ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შეკვეთილთან ახლოს მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]