weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2021

საქობოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

21:07 პარასკევი, 02 ივნისი 2017 hits 1707

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა, ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ხანძრის დროს სახლში 55 წლის ქალი მარტო იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა.

„ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ სახლი მთლიანად დაიწვა“,- უთხრა „რეგინფოს“ გოგა ბატიაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]