weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ოკუპირებულ ცხინვალში „სანაკოევის სიის“ მიღებას წლის ბოლომდე აპირებენ

10:18 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018
ფოტოზე პეტრე გასიევი ფოტოზე პეტრე გასიევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პეტრე გასიევმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარ სასანქციო სიას ამზადებს და მას წლის ბოლომდე მიიღებს. გასიევის თქმით, „სანაკოევის სია“ არ იქნება საპასუხო ნაბიჯი თბილისის ქმედებაზე, რადგან მისი მომზადება ორი წლის წინ დაიწყეს.

„პარლამენტში დიდი ხანია შემუშავებულია კანონპროექტი - სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია, რომელსაც პირობითად ეწოდება ქართველების მიერ 1992 წელს სასტიკად მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელი. სია აუცილებლად შეიქმნება და მასში მოხვდებიან საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ ოსეთის გენოციდში, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოში“, - განაცხადა გასიევმა სააგენტო „სპუტნკთან“ ინტერვიუში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სია გულისხმობს მასში მოხვედრილი პირების მიმართ ყველა შესაძლო სანქციის დაწესებას, მათ შორის შეეცდებიან ინტერპოლის საშუალებითაც იმოქმედონ.

საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილება პარლამენტს 26 ივნისს წარუდგინა. სიაში ის პირები შეიყვანეს, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. ამ დროისთვის სიაში 33 პირია. სიის გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]