weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძრავის ზეთი „მობილის“ სახელით იაფფასიან ზეთს ყიდდნენ

11:13 პარასკევი, 29 ივნისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომლებიც უკანონოდ იყენებდნენ ავტომანქანის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია „მობილის“ სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული ბრენდის სახელით, რეალიზაციას უკეთებდნენ  ძრავის დაბალი ხარისხის იაფფასიან ზეთს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, ჯამში 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]