weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაშურში 34 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

10:18 კვირა, 01 ივლისი 2018

ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს, მეორე - 32 წლის მამაკაცი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის გ.ლ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქალაქ ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1986 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს და 1984 წელს დაბადებულ ო.თ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზ.ხ. და ო.თ. სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ო.თ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]