weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

ქარელიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული 16 წლის ბიჭი ცხინვალშია გადაყვანილი

11:21 კვირა, 01 ივლისი 2018 hits 1281

16 წლის ბიჭი, რომელიც რუსმა სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისიდან გაიტაცეს, ოკუპირებულ რეგიონში, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

დაკავებულის ძმის ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. მომხდარის შესახებ ოჯახს პოლიციამ შეატყობინა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა დაკავებული მოზარდი დროულად გათავისუფლდეს. მისვე თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ შაბათ-კვირის გამო ეს პროცესი არ შეფერხდეს.

„ვესაუბრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას და ისინი არიან ხაზზე, რათა ბავშვი დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული. ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო, მით უმეტეს, როდესაც აკავებენ არასრულწლოვანს. ჩვენი მოთხოვნაა, იმ ე.წ. მიზეზით თუ საბაბით, რომ არის შაბათ-კვირა და ე.წ. პროცედურებს ვერ გამართავენ, ეს არ გახდეს იმის მიზეზი, რომ შეყოვნდეს ბავშვის გათავისუფლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]