weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალციხეში ხიდის მშენებლობაზე 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

21:22 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ხიდის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა. 35 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დენი იმ რკინის არმატურაზე გადავიდა, რომელსაც მუშები წნავდნენ.

„ძალიან გრძელი არმატურა რკინიგზის ელექტროსადენზე დაუვარდა, რის გამოც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ამ ხაზებში 300 ვოლტი დენი გადის“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ თვითმხილველების კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

გარდაცვლილი სენაკიდან იყო და ბოლო სამი თვე ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ხიდის სამშენებლო სამუშაოებს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ აწარმოებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]