weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

ხევსურეთში მდინარე არღუნში დელიკა გადავარდა, დაშავდა 5 ადამიანი

13:01 სამშაბათი, 03 ივლისი 2018 hits 2319

პირიქითა ხევსურეთში, მუცოს ჭალასთან, მდინარე არღუნში „დელიკა“ გადავარდა, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა. მანქანაში მსხდომი ხუთივე ტურისტი დაშავდა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება პირიქითა ხევსურეთის ექიმმა მიხეილ ჭინჭარაულმა საკუთარ სახლში გაუწია, რადგან ხევსურეთში ამბულატორიაც არ არის.

„მუცოს სასაზღვრო სექტორიდან დაგვიკავშირდა მესაზღვრე ლევან ზვიადაური და შეგვატყობინა, რომ მდინარეში მანქანა გადავარდა და დაშავებულები იყვნენ. იქ ტელეფონი არ იჭერს და რაციით გადმოგვცეს. მაშინვე გავედი. საბედნიეროდ, მგზავრებმა მანქანიდან გამოძრომა და წყლიდან ამოსვლა შეძლეს. ხუთივეს სხეულის დაზიანებები ჰქონდა, ნეკნების, მხრის და სხვა მოტეხილობები. აქ სამედიცინო პუნქტი არ გვაქვს. მათ შეხვევები, ტკივილის გაყუჩება და სხვა სახის პროცედურები სჭირდებოდათ. შატილში, ჩემთან სახლში გადმოვიყვანე და იქ გავაკეთე ყველაფერი. მერე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. უღელტეხილამდე ჩვენ ავიყვანეთ მანქანებით და იქიდან სასწრაფომ წაიყვანა. ყველა გადარჩა“, - ციტირებს „მთის ამბები“ მიხეილ ჭინჭარაულის კომენტარს.

მანქანა მდინარე არღუნიდან გუშინ ამოიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]