weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [Video]

17:30 სამშაბათი, 03 ივლისი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში, თავდადებულისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოასწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 190 კვ.მ. ფართობი - სასხვენო გადახურვა და ერთი ოთახი. შემთხვევის შედეგად, კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო მეხანძრემ, რომელიც შენობის სახურავზე მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]