weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბორჯომში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

11:22 კვირა, 04 ივნისი 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, გორის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი, 57 წლის თამარ გოზალიშვილი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ქვაბისხევში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ მაისურაძემ უთხრა, ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან, დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

„მასწავლებლები მე-7 საუკუნის ეკლესიის მოსანახულებლად იყვნენ ასულები. ეკლესიასთან ჩასასვლელი ბილიკია, საიდანაც კარგი ხედი იშლება და ეკლესიაც კარგად ჩანს. ეს ადგილი შემოღობილი არ არის. როგორც ვიცით, მასწავლებლები იქ იღებდნენ სურათებს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა და დაახლოებით 50 მეტრიდან გადავარდა“, - ამბობს გურამ მაისურაძე.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის გორში გუშინ, გვიან ღამით გადაასვენეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]