weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქობულეთის, ხელვაჩაურის და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 8 ავტომობილი გადაეცა

13:25 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომობილები გადასცა. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 5 ავტომობილი ხელვაჩაურის, 2 ქობულეთის, ხოლო ერთი ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებმა მიიღეს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014-2018 წლებში გადაეცა 51 პჯდ ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს.

„წელს სრულდება რეგიონის ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება. ეს გაზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს ხელფასი 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]