weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

ჭუბერში მდინარე ნენსკრა საცხოვრებელ სახლებში, ეზოებში და გზებზე მოედინება

16:27 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 hits 2308

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრა საცხოვრებელ სახლებში, ეზოებში და გზებზე მოედინება. სახლების პირველი სართული დატბორილია და არსებობს დანგრევის საფრთხეც. ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაშია შეკრებილი. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე არ მომხდარა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველები ადგილზე მუშაობენ და ვერტმფრენის გაგზავნა საჭირო არ არის.

სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად გუშინ საღამოს მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა, რის შემდეგაც დაგუბებულმა წყალმა მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია.

ადიდებულმა ნენსკრამ მდინარის პირას მდებარე ნაგებობები და სახლები წაიღო. მთლიანად დაანგრია მდინარეზე არსებული ხიდები. გარესამყაროს არის მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები დროულად დატოვეს და მსხვერპლი არ არის.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კომპანიის განმარტებით, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები გაჩერებულია. სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]