weather cur horoscope tv
მარტი 28, 2020

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს საჩუქრად სიმღერა „Rocket Man“ გაუგზავნა

13:13 პარასკევი, 06 ივლისი 2018 hits 796
მაიკ პომპეო და კიმ ჩენ ინი მაიკ პომპეო და კიმ ჩენ ინი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მთავრობასთან გააგრძელებს კონსულტაციებს სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად.

გაზეთ South China Morning Post-ის ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება და გადასცემს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან გაგზავნილ წერილს და კომპაქტ დისკს ელტონ ჯონის სიმღერით „ადამიანი რაკეტა“ (Rocket Man).

2017 წელს, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდები ჩაატარა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „პატარა ადამიანი რაკეტა“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს, სინგაპურის სამიტზე ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ეს მეტსახელი შეახსენა, რაზეც კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ სიმღერა „ადამიანი რაკეტა“ მოსმენილი არ ჰქონდა.

12 ივნისს, სინგაპურში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებს შორის ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ერთობლივად იმუშაონ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]