weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გორში ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა

16:11 კვირა, 04 ივნისი 2017

ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში 3 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა. Qartli.ge-ს ინფორმაციით, ბავშვი ველოსიპედით მოძრაობდა, როდესაც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი ხერხემლის დაზიანებით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მის დასახმარებლად თბილისიდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა გამოძახეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უცნობია, დააკავეს თუ არა „მერსედერსის“ მძღოლი, რომელიც მცირეწლოვანს დაეჯახა. როგორც შსს-ში „რეგინფოს“ უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]