weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება

12:30 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს 4 ქართული ლაბორატორია დაემატა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ეს იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან, რომლებსაც ქართული ღვინის იმპორტით დაკავებული კომპანიები აწყდებოდნენ და საბოლოო ჯამში,  ქართული ღვინის ღირებულებაზე აისახებოდა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს წინადადებით მიმართა. საელჩომ საქართველოდან გამოითხოვა ლაბორატორიათა სია, რომელთა დარეგისტრირებაც მიზანშეწონილი იქნებოდა იაპონური მხარის მიერ. ამის შემდეგ, საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროსთან გამართა კონსულტაციები, რათა ქართული მხარის მიერ მოწოდებული ლაბორატორიები ოფიციალურად დარეგისტრირებულიყო იაპონიის ყველა შესაბამის ორგანიზაციასა და სტრუქტურაში.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, იაპონურმა მხარემ საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ლაბორატორიებიდან  „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში შემდეგი ლაბორატორიები შეიყვანა: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“.  

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 130 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 200%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]