weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლენტეხის ტყეში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთო

15:00 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერებთან მისვლას სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას 120 მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყე დაიწვა.

„მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ზესხოში დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან ჩაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]