weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან ორი თბილისში გადაიყვანეს

10:46 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული მეშახტეებიდან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან დამწვრობის ცენტრში კიდევ ერთი დაშავებულის გადაყვანას აპირებენ.

„ერთი დაშავებული ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში წაიყვანა. კიდევ ერთი ბრიგადა მოდის და მეორე პაციენტსაც წაიყვანნენ. ისინი ჩვენს დონეზე მკურნალობას არ ექვემდებარებიან. არ ვიცით, მესამეს გადაიყვანენ თუ არა. ორი პაციენტი ჩვენთან განაგრძობს მკურნალობას. ისინი შოკში იყვნენ. ამ დროისთვის შოკიდან გამოყვანილები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე მაგრამ სტაბილურია“, - განაცხადა ექიმმა იური ელიაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მინდელის სახელობის შახტაში დღეს, გამთენიისას მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 16 ივლისს, გამთენიისას, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]