weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თუშეთში ავარიის შედეგად 16 წლის გოგონა დაშავდა

11:53 ორშაბათი, 16 ივლისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

თუშეთის სოფელ ომალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის გოგონა დაშავდა. „მერსედერსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ერთი ოჯახის 6 წევრი - სამი ბავშვი და სამი უფროსი იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, გზის სავალი ნაწილი სველი იყო, რის გამოც ავტომობილი მოცურდა და დაღმართზე დაეშვა.

დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. პაციენტი ნეიროინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]