weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზად არის „საქნახშირი“ სახელმწიფოს გადასცეს

17:19 ორშაბათი, 16 ივლისი 2018 hits 1057

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი („ჯი აი ჯი“) განცხადებას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებით, 2006 წლიდან მათ „საქნახშირში“ ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა და დასაქმდა 1400 მეშახტე. მათივე ინფორმაციით, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი.

ბოლო სამ თვეში მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანი გარდაიცვალა. 5 აპრილს მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

მინდელის მაღაროში ქვანახშირს „საქნახშირი“ მოიპოვებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]