weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სირიაში 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა

00:24 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 05 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მუხმად ბაღაკაშვილი სირიაში 5 წლის წინ წავიდა. იქ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა.

სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში პანკისიდან კიდევ 20-ზე მეტი ახალგაზრდა იბრძვის.

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანების მიზნით პანკისელების მასობრივად წასვლას თარხან ბათირაშვილს უკავშირებენ, რომლის გარდაცვალების თაობაზეც ინფორმაცია პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა 2016 წლის ივლისში დაადასტურეს. 30 წლის თარხან ბათირაშვილს „ისლამური სახელმწიფოს“ ომის მინისტრად მოიხსენიებდნენ.

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 2015 წლის ივნისში სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, აიუფ ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნეს სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. სკოლის მოსწავლეები სირიაში 2015 წლის 2 აპრილს წავიდნენ. 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთი მოსწავლის, რამზან ბაღაკაშვილის ოჯახს შეატყობინეს, რომ ის დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]