weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

სოფელ წინანდალში მაღაზიაზე თავდასხმა მოხდა

10:30 სამშაბათი, 06 ივნისი 2017 hits 1462

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას გუშინ, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ. მაღაზიის მფლობელების განცხადებით, თავდამსხმელებს ფულის წაღება უნდოდათ, ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი და მაღაზიაში მყოფ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„რაღაც მოიპარეს, რასაც შემდეგ ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა. შემოვიდნენ „დუბინკებით“ და ყველას ცემა დაუწყეს. ფული წაღებული არ არის“, - ამბობს მაღაზიის მფლობელი ალექსანდრე მესხიშვილი „რუსთავი 2“-თან.

თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორწლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]