weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

აჭარის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

12:14 სამშაბათი, 06 ივნისი 2017
კახა ბუხრაძე და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კახა ბუხრაძე და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუხრაძე როტაციის წესით, საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. მის სახელთან არის დაკავშირებული 11 და 12 მარტს, ბათუმში მომხდარი დაპირისპირება. მაშინ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეები, „ბათუმი-პლაზასთან“ პოლიციის მიერ დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლებასთან ერთად, კახა ბუხრაძის გადადგომასაც ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციის უფროსი აჭარლებს „თათრებს“ უწოდებდა, ხოლო პატრული მოქალაქეებს ჯარიმებს უსამართლოდ უწერდა.

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული გიორგი ბერიძის ადვოკატი თენგიზ კახიძე აცხადებს, რომ კახა ბუხრაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება სამი თვის წინ დაწერა, თუმცა მიმართვა არ დაუკმაყოფილეს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ბათუმის აქციის მეორე დღესვე მას გათავისუფლების თაობაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი, მაგრამ იმ პერიოდში არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ეს აღიქვეს ხელისუფლების სისუსტედ. ახლა ცენტრალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა და მისი პირველი საკადრო ცვლილება ბუხრაძის გათავისუფლება იქნება. დადგა დრო, ეს ოდიოზური პიროვნება ჩამოსცილდეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას“, - აცხადებს თენგიზ კახიძე „აჭარის ტელევიზიასთან“.

გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბუხრაძეს ქალაქ რუსთავის პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე შეცვლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]