weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

„საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს

13:29 ორშაბათი, 23 ივლისი 2018 hits 1249
ფოტო: დავით მძინარიშვილი / Reuters ფოტო: დავით მძინარიშვილი / Reuters

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ ჩუბინიძემ ტყიბულში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, კომპანიის წარმოების დირექტორის გია ქარქაშაძის, მინდელის შახტის დირექტორის აკაკი ახვლედიანის და მთავარი ინჟინრის გიზო კირკიტაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დღეს დაიწერა.

ამ დროისთვის თანამდებობაზე რჩება „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.  

ტყიბულში, მეშახტეთა პროფკავშირების ორგანიზებით აქცია დღეს გაიმართა. აქციის მონაწილეები 16 ივლისსა და 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანის დაღუპვას აპროტესტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება, ბოლო სამ თვეში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევების ობიექტური გამოძიება და მეშახტეების გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დასჯაა.

ასევე, აქციის მოანწილეები ითხოვენ ტყიბულის შახტებში არსებული რისკების შეფასებას, ობიექტის სრულ მოდერნიზებას და იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულებისთვის ხელფასს სრულად ანაზღაურებას. მეშახტეები ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.

ტყიბულში საპროტესტო აქცია ხვალ, 12:00 საათზე განახლდება. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი მანამდე არ შეწყდება, ვიდრე მთავრობა და „საქნახშირი“ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები ლაშა ფორჩხიძე, ბადრი ქარქაშაძე, მიხეილ გამეზარდაშვილი და მურმან ლილუაშვილი დაიღუპნენ. ორი დაშავებული კი ამ დრომდე თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული. იმავე შახტში 5 აპრილს ექვსი მეშახტე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]