weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ხელვაჩაურში მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 მუშა დაშავდა

14:15 ორშაბათი, 23 ივლისი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ხელვაჩაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე სამსართულიანი მშენებარე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 მუშა დაშავდა. ისინი საავდმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დილის 10 საათი იქნებოდა. აქ არ ვიყავი. დამირეკეს და ახლა მოვედი. 4 მუშა იყო. დასრულებული იყო სამუშაოები და როცა ქვემოთ ჩამოდიოდნენ, ამ დროს ჩამოინგრა სამივე სართული. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. სამშენებლო სამუშაოები წესების დაცვით მიდიოდა, ნახაზები იყო, ყველაფერი. შეიძლება ცემენტი არ ვარგოდა, შეიძლება არმატურა. ერთს აქვს მხოლოდ მხრის მოტეხილობა“, - აღნიშნა მალხაზ მამულაძემ.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მუშებს მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები აქვთ.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]