weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

შილდაში 27 ძროხა მოიპარეს

14:06 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრებ დავით ელიოზაშვილს 27 ძროხა მოპარეს.  როგორც დაზარალებულმა „რეგინფოს“ უთხრა, ძროხები სახლთან ახლოს მდებარე ფერმიდან  წუხელ გვიან ღამით გაიყვანეს.

„41 ძროხა გვყვავდა. დილას რომ გავიღვიძე და გამოვედი ბინაში 14 სული იყო მარტო. პოლიციას მივმართეთ და ახლა ყველა ერთად ვეძებთ“,- უთხრა „რეგინფოს“ დავით ელიოზაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქონლის ქურდობის არაერთი ფაქტი გახმაურდა ყვარლის სოფლებში. დურმიშხან გოჩიტაშვილს 14 ძროხა მოპარეს, 3 ბოჩოლა მზია მარტაშვილს, 1 ძროხა და 2 ინდაური დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, 2 ძროხა თამაზ პავლიაშვილს, 7 ცხენი ოთარ ოთარაშვილს, თითო–თითო ცხენი გიგა შაშიაშვილსა და ბესო გვიმლაძეს, 2 ცხენი ზაური თაღორაშვილს, 24 ღორი თენგიზ ასაბაშვილს, 200 ლიტრი არაყი ლევან დინგაშვილს.

პოლიციას არცერთი საქმე არ აქვს გამოძიებული.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]