weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:02 სამშაბათი, 06 ივნისი 2017 hits 1445

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, გიორგი ჯ.-მ, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი.

„სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ გიორგი ჯ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს თებერვალში მიმართა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გიორგი ჯ.-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]