weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თუშეთში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა და დაშავდა

15:02 კვირა, 29 ივლისი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თუშეთის სოფელ გოგრულთაში 11 წლის ბავშვი ოცდაათი მეტრის სიმაღლის კლდიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცავებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოში უთხრეს, ბავშვს კატასტროფის ბრიგადა თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის ტრავმა აქვს და ნეიროქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]