weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

13:37 ორშაბათი, 30 ივლისი 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სავარაუდოდ აჭარაში, მდინარე ჭოროხში გაუჩინარებული 51 წლის მამაკაცია, რომელსაც მაშველები ბოლო ოთხი დღე ეძებდნენ.

27 ივლისს მამაკაცი თანხმლებ პირებთან ერთად სოფელ შარაბიძეებთან, მდინარე ჭოროხის ნაპირას პიკნიკზე იმყოფებოდა, როდესაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. მეგობრებმა მისი წყლიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში აწარმოებდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]