weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს

15:34 ორშაბათი, 30 ივლისი 2018 hits 1443

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1-ლი აგვისტოდან აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. პირველ ეტაპზე, ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები, 18-დან 50 წლამდე ასაკის პირები მიიღებიან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 16:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: ბათუმი - ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა; თელავი - თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა; სპეციალისტთა რეზერვისთვის კი საბუთები მიიღება თავდაცვის სამინისტროში (თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქ. 20).

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა, ფოტოსურათი 3/4 – 1 ცალი; ჯანმრთელობის ცნობა; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]ail.com