weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოზურგეთში მამამ შვილი დანით დაჭრა

11:11 სამშაბათი, 31 ივლისი 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მამამ შვილი ცივი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 64 წლის ა.ბ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - 1978 წელს დაბადებულ გ.ბ. ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცავებმა ა.ბ. მომხდარიდან ერთ საათში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]