weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კოჯრის ბაზაზე ჩხუბის შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში მოხვდა

23:39 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

კოჯრის სამხედრო ბაზაზე, სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი მათგანი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

როგორც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, დაპირისპირება სამხედროებს შორის დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

„სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და მიღებული დაზიანებებით ოთხი სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საწყის ეტაპზეა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ირაკლი ბაზერაშვილმა.

კითხვაზე, სამხედროებმა დაზიანებები ცივი იარაღით მიიღეს თუ ცეცხლსასროლით, ბაზერაშვილმა განაცხადა, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება, რომ სამხედრო მოსამსახურეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]